რუსეთისთვის განკუთვნილი პროდუქტებით სავსე ასობით სომხური სატვირთო მანქანა სომხეთში დააბრუნეს – მედია

რუსეთისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული ასობით მანქანა საქართველოს გავლით სომხეთში ბრუნდება, – ამის შესახებ ეროვნული კრების სომხეთის ფრაქციის წევრმა გარნიკ დანიელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ქლიავით, ატმით და ყურძნით დატვირთული ასობით მანქანა ბრუნდება“, – წერს ის.
დანიელიანმა განმარტა, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს არ უსახელებენ მიზეზს და საუბრობენ “ზოგიერთ სანიტარიულ პრობლემაზე”.