რუსები უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმას ხანძარი და ნგრევა მოჰყვა.
მანამდე დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას უახლოეს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
წუხელ რუსებმა დრონებით ქალაქ მიკოლაევსაც შეუტის, რის შედეგადაც ორი ხანძარი გაჩნდა და ადამიანები დაშავდნენ. მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, დაშავებულები საავამდყოფოში გადაიყვანეს.
