რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, თუ რამდენად ძლიერია „ჩრდილოვანი” მმართველობა ევროპაში

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, თუ რამდენად ძლიერია „ჩრდილოვანი” მმართველობა ევროპაში
„ისტორიამ აჩვენა, რომ იმპერიები მაშინ ინგრევიან, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი გზით ცდილობენ. ევროკავშირი დღეს ამ გამოცდას გადის,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რუმინეთის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში ცენტრისტ ნიკოსურ დენის გამარჯვებას გამოეხმაურა. ამ გამარჯვებით, რუმინეთში დამარცხდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც, როგორც ჩიბურდანიძე წერს, არჩევნებს ევროკავშირის არაფორმალურმა მმართველებმა ჩამოაშორეს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ცალსახადაა გამოკვეთილი, რომ ევროკავშირის „ჩრდილოვანი” მმართველები ადვილად არ თმობენ გავლენას და ეს რუმინეთის მაგალითზე აისახა.
„რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, რადგან იქ ევროკავშირის არაფორმალურმა მმართველებმა მაღალი რეიტინგის მქონე ულტრამემარჯვენე ლიდერი კალინ ჯორჯესკუ არჩევნებს ჩამოაშორეს.
მიუხედავად ამისა, ახალი არჩევნების პირველ ტურში მისი პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტურში კი, ოფიციალური მონაცემებით, ცენტრისტმა ნიკოსურ დენმა. რატომ ხდება, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ყველა ულტრამემარჯვენე ლიდერი ან არჩევნებს ჩამოაშორეს, ან არჩევნებში დაამარცხეს? რატომ არის ამდენი სამართლებრივი კითხვა იმ ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც სამართლიანობაზე აქეთ გვედავება? ისტორიამ აჩვენა, რომ იმპერიები მაშინ ინგრევიან, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი გზით ცდილობენ. ევროკავშირი დღეს ამ გამოცდას გადის.
ამერიკიდან ევროპის კონტინენტზე მყარად მოკალათებული „ჩრდილოვანი” მმართველები ასე ადვილად არ თმობენ სადავეებს, თუმცა, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ წინ დგანან ასევე საკმაოდ სახიფათო იდეოლოგიის მქონე პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ლიბერალური ფაშიზმი ნაციონალისტური კონსერვატიზმით ჩაანაცვლონ. ულტრალიბერალებს ულტრაკონსერვატორები ძალაუფლებას ალბათ წაართმევენ, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა არამარტო ევროპისთვის. სანამ ამ პროცესებს ევროპელი მმართველები „უსამართლო სამართლიანობის” პრინციპით გადიან, ჩვენ უმჯობესია პოლიტიკურ კატაკლიზმებს მომეტებული სიდინჯით შევხედოთ. ვნახოთ, სადამდე მივა დემოკრატიის სამშობლოში ერთი ულტრა-ძალის ზეწოლა მეორე ულტრა-ძალაზე,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Next: 2011 წლის 26 მაისს, ჩემს ნათესავს, თემურ ლოგუას, რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ და იმ მხარეს სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა – დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა