“როცა მიზანს მიაღწიე!” – როგორ შეძლო თიკა ჯამბურიამ წონის კლება და როგორია მისი ტრანსფორმაციის გზა – Marao

“როცა მიზანს მიაღწიე!” – როგორ შეძლო თიკა ჯამბურიამ წონის კლება და როგორია მისი ტრანსფორმაციის გზა – Marao
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა. მიუხედავად ამისა, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და ისინი დღემდე მეგობრობენ:
“ყოფილს მოგცემ შენ… მე შენი მარადიული დედამთილი ვარ“ – რას წერს ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას ვიდეოზე
ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა. ყოფილ დედამთილს არ ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვეულებრივად შეიძლება, ყოფილ დედამთილთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ გვყავს საერთო ადამიანი, ნინა, რომელიც ასე გვაახლოებს ერთმანეთს. მე, ფაქტობრივად, ხათუნას გაზრდილი ვარ, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. პირველივე წუთიდან ახლო ადამიანად მიმიღო და მივიღე. მეგობრები ვართ. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვჭორაობთ, ახალი ურთიერთობების შესახებაც მილაპარაკია. მიმღებლობა აქვს ამისი. ნინას უქმნის ეს დიდ კომფორტს. ბავშვი არ არის დაძაბული. მე და ბექასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამაში ხათუნას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მან დაალაგა…“ – ამბობდა თიკა.
“ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები. მე დავიტოვე ჩემთვის უფლება, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს თავად მივანიჭო სტატუსი და შესაბამისად, ისინი არიან რძლები, ჩემი მანჩო, თიკუნა, ჩემი ინა… ისინი, ვინც მათ გვერდით არიან… ჩემი რძლები ჩემი შვილიშვილების დედები არიან. ვერ ვეყვარები შვილიშვილებს, თუკი მათ დედებს არ ვეყვარები“, – ამბობდა თავად ხათუნა ხოფერია.
“25 კილო დავიკელი 9 თვეში, შეყვარებულიც ვარ… ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების სტილის შეცვლა იყო” – რას ჰყვება თიკა ჯამბურია ბოლო წლებსა და საკუთარ ცხოვრებაზე
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
როგორც ცნობილია, თიკა ჯამბურია ბოლო წლებია, ჭარბ წონას ებრძოდა. ამ ეტაპისთვის კი სასურველ შედეგს მიაღწია: “როცა მიზანს მიაღწიე” – წერს ის და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი შედეგი თვასაჩინოდ ჩანს.
“რაც წონაში დავიკელი, სულ მეკითხებით, როგორ შევძელი… მეც რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი, მაგრამ გახდომის ერთადერთი გზა ესაა…” – თიკა ჯამბურიას რჩევები წონის კლებისთვის
“25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ” – ამბობდა თიკა.