-როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს

“ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს. ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს.” – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სა და ს შეხვედრის შესახებ რომან გოცირიძის, გია ნოდიას და დავით დარჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.
ექსპერტის თქმით, ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.
“მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს.
ისინი არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც – ტრამპს შეხვედრის ფაქტისთვისაც კი აკრიტიკებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. თავად კუპონაც კი – რომლის პროგნოზები არასერიოზულობით არის გამორჩეული (თუ მას დავუჯერებთ, დღეს ლარი აღარ უნდა არსებობდეს) – ტრამპის წინააღმდეგ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები სერიოზულად აღსაქმელი არ არის, ის მაინც საინტერესოა ერთი კუთხით: კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს.
ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.”- წერს ჩიხელიძე.
Next: დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და ს დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით