რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა

რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, კოდორის ხეობის დაცვის საქმეში ემზარ კვიციანის დამსახურებაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა ემზარ კვიციანს წვლილს ჭუბერის გზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ კვიციანის დამსახურებით, ჭუბერის გზამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
„ეს ისტორია, [ჭუბერის გზასთან დაკავშირებით] მეც ვიცი და ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის ბატონი ემზარის დამსახურება – რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი – ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა. ამ გზამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო, მადლობა ეკუთვნის ემზარ კვიციანს, მთელი საქართველოსგან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ