რომელ რეგიონებში გაიზარდა სასტუმროს ფასების ინდექსი?

PMC კვლევითმა ცენტრმა საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები და ფასების ინდექსის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 272 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 114 ლარი შეადგინა.
რეგიონები, სადაც სასტუმროს ფასების ინდექსი 2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა, შემდეგია:
კახეთი – 7.5%
იმერეთი – 0.1%
გურია – 6.7%
შიდა ქართლი – 0.5%
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6.5%
მცხეთა-მთიანეთი – 14.5%
თბილისი – 4.1%