ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს.
დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან.
„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: გია გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია – პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია – „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია – „დროა“; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე – „ლელო“, ნიკა მელია – პარტია “ახალი”.
ხელმოწერების პროცესი გრძელდება.