რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ. საქსტატის საწარმოთა საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულების საშუალო თვიური ხელფასი 4 ათას ლარს აჭარბებდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებში იყო.
საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1284.5 ლარი
· სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2324.9
· დამამუშავებელი მრეწველობა – 1875.9 ლარი
· ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2304.7 ლარი
· წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1619.4 ლარი
· მშენებლობა – 2669.5 ლარი
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1711.0 ლარი
· ტრანსპორტი და დასაწყობება – 1500.5 ლარი
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4007.2 ლარი
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1865.6 ლარი
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3147.4 ლარი
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1602.2 ლარი
· განათლება – 1680.8 ლარი
· და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1627.6 ლარი
· ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2692.0 ლარი
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
· მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
· საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
· მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.
bpn.ge