როდესაც მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას, არ ემსახურები ხელოვნებას – იმას, რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ, სადაც იყავი

როდესაც მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას, არ ემსახურები ხელოვნებას – იმას, რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ, სადაც იყავი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გიორგი გაბუნიას განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით პირად შეხედულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური განცხადებების, თეატრის მიზანმიმართული პარალიზების და დებულებით გათვალისწინებული უმთავრესი ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივი და ლოგიკურია.
“როდესაც, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით აკეთებ პირად პოზიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ განცხადებებს, ამავე დროს მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას და არ ემსახურები ხელოვნებას, იმას რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ სადაც იყავი.
და ასევე! თეატრი, მუზეუმი, ანსამბლი თუ სხვა კულტურის ორგანიზაციები არის და უნდა იყოს სრულად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და ამ პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან და მითუმეტეს ხელოვნებასთან.” – წერს გიორგი გაბუნია.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!