დღეს, 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” “რეალს” ესტუმრება. “ქალაქელების’ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის 1%-იანი შანსი აქვს.
“როდესაც ეს ვთქვი, მოგატყუეთ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ 1%-ია. ვგრძნობთ ზეწოლას, მაგრამ ამის გარეშე კარგი თამაშის ჩვენება შეუძლებელია. მადრიდის “რეალთან” უნაკლო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, სხვანაირად მოგება გაგვიჭირდება”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი
“რეალის” გამარჯვებით 3:2 დასრულდა. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
