კითხვა “აბა ომი გინდათ?” ხშირად ისმება და არა მხოლოდ საქართველოში. როგორ უპასუხეს შვეიცარიელებმა ამ კითხვაზე 1914 წლის 28 ივლისს? რა უპასუხეს გასაგებია, არა, არ გვინდაო. მაგრამ კითხვა არ დასმულა იმ ბრიყვული კონტექსტით, როგორც ამას ოცნება აკეთებს. 1914 წლის 28 ივლის დიდი ევროპული ომი დაიწყო, ერთი ნახევარი ევროპა მეორე ნახევარს ებრძოდა ევრპის მთელ გეოგრაფიულ არეალზე და არა მხოლოდ. ამიტომ კითხვა დაისვა კონკრეტული, როგორ ავიცილოთ თავიდან ომი? შვეიცარიის არმიამ ბოლო ბრძოლა 1515 წელს გამართა მარინიანოსთან, ეს არ იყო ომი შვეიცარიისთვის, ამ ომში შვეიცარია კონკრეტული სარგებლის გამო მონაწილეობდა და უშუალოდ ეს ბრძოლაც შვეიცარიელებმა წამოიწყეს ფრანგულ ბანაკზე თავდასხმით, რომელიც სამხედრო აუცილებლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მდიდრული ალაფის ხელში ჩაგდების სურვილით. ამით იმის თქმა მინდა, რომ შვეიცარიელებმა ალაფის გემოც იცოდნენ და არც ბუნებით იყვნენ მშვიდობისმოყვარულები. მაგრამ, შემდგომ, მათთ დასვეს კითხვა გვინდა თუ არა ომები და პასუხიც ვიცით. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ამ კითხვას არასდროს სვამდა რომელიმე მშიშარა და ჩასვრილი ბანკირი, ამ კითხვით არასდროს სურდათ შვეიცარიელების შეშინება, კითხვა არასდროს გულისხმობდა სუვერენიტეტზე უარს, კითხვა არ იყო ღირსების შემლახავი და არ გულისხმობდა მშვიდობის სანაცვლოდ მეზობლის დაკრულზე სტრიპტიზის ცეკვას, კითხვა ყოველთვის გულისხმობდა, რა ვქნათ რომ მშვიდობა გაცილებით მომგებიანი იყოს ვიდრე ომი, როგორ მოვიქცეთ, რომ მშვიდობა უფრო იაფი დაგვიჯდეს ვიდრე ომი? რა ქნა შვეიცარიამ ისეთი, რომ 1515 წლის შემდეგ მისი პოტენციური მტრები კითხვაზე ღირს თუ არა შვეიცარიასთან ომი, ერთმნიშვნელოვნად პასუხობდნენ არა, არ გვიღირს, ამაზე შემდგომ სტატუსებში, ხოლო 1914 წელს შვეიცარიელებმა თქვეს ომი არ გვინდაო და 400 ათასიანი არმიის მობილიზაცია განახორციელეს, არმია სამ ნაწილად გაუვეს და საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის საზღვრებზე განალაგეს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია იყო ყველაზე დიდი განძთსაცავი და მის წინააღმდეგ ომი ყველაზე მაცდური პრიზის გაუგონარი ღირებულების გამო, შვეიცარიამ მიიღო მშვიდობა. მე არ ვიცი რას ურჩევენ აფრიკელი შამანები ოცნებას, შეიძლება ვუდუს მისტერიები და აფრიკული წარმართული რიტუალები როგორღაც უზრუნველყოფენ მშვიდობას ( აფრიკას არ ეტყობა ), მაგრამ მშვიდობის ალგორითმი დიდი ხანია ნაცნობია კაცობრიობისათვის. მშვიდობის გარანტია არის მხოლოდ ამ მშვიდობის შენარჩუნებისათვის საჭირო და საკმარისი ძალის არსებობა. დღეს ოცნების პოლიტიკა მთლიანად ემსახურება საქართველოში მშვიდობის საფუძვლების შერყევას. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს. ვის მხარეზე გასაგებია, იმ ქვეყნასთან კოალიციაში ვისი დაზვერვის დავალებების შემსრულებელიც ოცნების ლიდერია.
