როგორ იქცა ერთ დროს მოკავშირე საქართველოს მთავრობა აშშ-ს მოქიშპედ | იან კელი, დევიდ კრამერი

ავტორები: იან კელი -ს ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე
მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვში ამერიკელ დიპლომატად მუშაობისას, სანამ აშშ-ს მიერ საბჭოთა ექსპანსიონიზმის შეკავების ცნობილ დოქტრინას შეიმუშავებდა ცივი ომის მიმდინარეობისას, ჯორჯ კენანი თავის დღიურში წერდა: “კრემლის ეჭვიანი და შეუწყნარებელი მზერა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ვასალებსა და მტრებს ცნობს. თუ ს მეზობლებს არ სურთ, რომელიმე ამათგანი იყვნენ, მაშინ უნდა შეეგუონ, რომ მეორედ ყოფნა მოუწევთ.”
საქართველოს მთავრობაში წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ არც ერთი ყოფილიყვნენ და არც მეორე, მაგრამ მერე არჩიეს, რომ მოსკოვის მიერ, თუნდაც უსაფუძვლოდ, მტრად მიჩნევას, მისი ვასალობა სჯობდა. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს გასულ დეკემბერში მიენიჭა, როგორც ჩანს, ახლანდელმა ხელისუფლებამ თვითგადარჩენის მიზნით სტრატეგიული არჩევანი გააკეთა: დაამშვიდოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოახდინოს დასავლეთის დემონიზაცია, და მიმართოს ძალადობასა და დაშინებას საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის ნაცვლად ევროკავშირისკენ სვლას ითხოვენ. რჩება ერთადერთი კითხვა, გამოეხმაურებიან თუ არა ამას დასავლელი ლიდერები, მიიღებენ თუ არა მკაცრ ზომებს, რომ აიძულონ მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, ხელი აიღოს ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე.
2008 წლის აგვისტოში, ოთხი თვის შემდეგ, რაც ნატომ გააკეთა განცხადება, რომ საქართველო და ნატოს წევრები გახდებოდნენ (თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის და როგორ), რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ევროკავშირის მედიაციის შემდეგ, რომ მხარეებს შეეწყვიტათ ცეცხლი, რუსეთმა არ შეასრულა არცერთი პირობა. მათ შორის ისიც, რომ უკან დაეხია საქართველოს ჩრდილოეთით ორი რეგიონიდან, რომლებიც დღემდე ოკუპირებული აქვს. საქართველოს მთავრობა, რომელსაც მაშინ ედგა სათავეში, რუსეთის ოკუპანტ ძალას განიხილავდა, როგორც მტერს. საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და ყველა სხვა ბმა რუსეთთან, მათ შორის პირდაპირი ფრენებიც.
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილის პარტია დაამარცხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებათა სასტიკი რღვევები გამჟღავნდა და ამაში ბრალი სააკაშვილს დაედო. პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსული “ქართული ოცნების” მთავრობა ცდილობდა, რომ სააკაშვილთან შედარებით, მოსკოვთან უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონოდა. ურთიერთობების სრულად აღდგენისგან თავი “ქართულმა ოცნებამაც” შეიკავა, თუმცა რუსეთთან რეგულარული დიპლომატიური არხი გაჭრა და პირდაპირი ფრენებიც დაუშვა. 2019 წლის დასაწყისის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონი რუსი ტურისტი შემოდიოდა და ქვეყნისთვის შემოსავალი მოჰქონდა.
ამავე დროს, ახალი მთავრობა, რომელმაც ალაგმა თავისი წინამორბედის ანტირუსული რიტორიკა, განაგრძობდა ევროკავშირთან და ნატოსთან დასაახლოებლად გეგმების დაწყობას. განსაკუთრებით გააღრმავა თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და სწორედ შეერთებულ შტატებთან. 2015 წელს ნატომ საქართველოში შექმნა საწვრთნელი პროგრამა, რომელსაც “წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი” ეწოდა. ამერიკელი საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთად ემზადებოდნენ ავღანეთში ერთობლივი დისლოცირებისთვის. 2018 წელს აშშ-ს არმიამ დაიწყო თავისი საკუთარი საწვრთნელი პროგრამა, “საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა”, რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი უნარების გაძლიერების გზით რუსული აგრესიის გავრცობის შეჩერებაზე იყო ორიენტირებული.
2019 წლის თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, არცთუ ფარული მუქარა გააჟღერა დასავლეთთან ამ მზარდი თავდაცვითი თანამშრომლობის გამო. გამოთქვა რა წუხილი “ნატოს მზარდი სამხედრო წარმომადგენლობითობის გამო” საქართველოში, კარასინმა რუსულ გამოცემას უთხრა, რომ “თბილისს მოუწევს გადაწყვიტოს: ან დაამყარებენ რეგიონული თანამშრომლობის ატმოსფეროს… ან აირჩევენ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს”. კარასინმა გააკეთა მინიშნება რუსეთის შეჭრამდელ პერიოდზე, როდესაც სააკაშვილი დაჟინებით ცდილობდა ქვეყნის ნატოს წევრად გახდომას და აღნიშნა, რომ “როგორც ისტორია გვაჩვენებს, ერთდროულად ორი თამაშის მცდელობა იწვევს არეულობას… და ადრე თუ გვიან… გართულებებს”.
კარასინის მუქარებისთვის დასავლეთში დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა საქართველოში ყურისმომჭრელად გაისმა. 2019 წლის ივნისში, შესაძლოა რუსეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც, “ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმის წევრი, სერგეი გავრილოვი მოიწვია – კაცი, რომელიც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის ღია მხარდამჭერია და რომელსაც საქართველოს პარლამენტისთვის უნდა მიემართა. ხელისუფლების მცდელობა კონტრპროდუქტიული გამოდგა და ამან თბილისის ქუჩებში მასშტაბურ და ხმაურიან ანტირუსულ პროტესტს მისცა ბიძგი. მოსკოვმა პროტესტს “რუსოფობიური ისტერია” უწოდა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როდესაც ამ მოწოდებას მათი მოთხოვნისამებრ არავინ უპასუხა, რუსეთი ქმედებებზე გადავიდა: ყველა პირდაპირი ფრენა გაუქმდა. ეს კი საქართველოს “ჯიბეზე” აისახა.
“ქართულმა ოცნებამ” გზავნილი მიიღო. იმავე წელს, მოგვიანებით, მათ ჩაძირეს ორი პროექტი, რომელსაც რეგიონის სავაჭრო კავშირები უნდა გაეუმჯობესებინა დასავლეთთან და გაეძლიერებინა საინფორმაციო დერეფანი, რაც რუსეთს გვერდს აუვლიდა. ამ ორი პროექტიდან ერთი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს, აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ჰაბად ქცეულიყო შავ ზღვაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გააუქმა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მშენებლობას აზერბაიჯანიდან საქართველომდე. ეს პროექტი უზრუნველყოფდა კავკასიის რეგიონის მეტ ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს პროექტები რუსეთისგან მომდინარე მუქარების საპასუხოდ გაუქმდა, მაგრამ ქვეყანა, რომელმაც ამ პროექტების გაუქმებით ისარგებლა, რუსეთი იყო.
2021 წელს დასრულდა აშშ-ს სამხედრო სამწვრთნელო პროგრამები და “ქართული ოცნების” მთავრობას მათი გაგრძელება არ უცდია. შესაძლოა იმიტომაც, რომ გრძნობდნენ, რუსეთს ყელში ამოუვიდა “ქართული ოცნების” ორმაგი თამაში.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, “ქართული ოცნების” მხრიდან რუსული ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნვამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. რუსეთის მიერ წამოწყებული ომი შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მომაკვდინებელ საფრთხედ დაინახეს, გაერთიანდნენ და უკრაინას მილიარდობით დოლარის შეიარაღებას ახმარენ, დააწესეს სანქციები პუტინის იზოლაციის მიზნით და მისი ომის მანქანის დასასახიჩრებლად.
საქართველოს მთავრობის ხედვა სხვაგვარი იყო. მათთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა მორიგი სიგნალი იყო დასავლური (ან როგორც რუსეთი იტყოდა, ანტირუსული) ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ზურგის შექცევის მოთხოვნით. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავი უკრაინისგან შორს დაიჭირა. საქართველო შეუერთდა 140 სხვა ქვეყანას, რომელთაც სრულად დაუჭირეს მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის მარტის რეზოლუციას, რომლითაც რუსეთისგან მოითხოვდნენ დაესრულებინა უკანონო თავდასხმა უკრაინაზე. თუმცა საქართველომ უარი თქვა სხვა სახის დახმარებებზე, პოლიტიკურ ან უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერაზე.
გარდა იმისა, რომ საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა რუსეთის იზოლაციასა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, მეტიც – “ქართულმა ოცნებამ” გააღრმავა კავშირი და სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან და მთელი ამ პროცესიდან მოგებაც ნახა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დადო პირობა, არ დაუშვებდა შეიარაღების გადაცემას რუსეთისთვის, საქართველომ მიიღო სარგებელი რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობებიდან. 2023 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე, საქართველოში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით (344 მილიონი დოლარი) გაიზარდა, ნავთობპროდუქტების იმპორტი – 75%-ით. ჯილდოს სახით, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, საპასუხოდ კი საქართველომ რუსებისთვის უვიზო მიმოსვლა დაუშვა [რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით მანამდეც სარგებლობდნენ. ნეტ.]. რუსული ბიზნესები გაიფურჩქნა – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამჯერ გაიზარდა რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობა საქართველოში. თბილისის ქუჩებში ყველა ფეხის ნაბიჯზე რუსული საუბარი ისმის.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თბილისი რუს იმპორტიორებს დასავლეთის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რამდენადაც საშუალებას აძლევს ანგარიშსწორება რუსულ რუბლში აწარმოონ, დოლარისა და ევროს ნაცვლად. The Financial Times გასულ კვირას წერდა, რომ საქართველოს ბანკმა შეატყობინა მომხმარებლებს, თითქოს “ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინდუსტრიულ და საავიაციო სფეროებში ტრანსფერები რუსეთის მიმართულებით მხოლოდ რუსულ რუბლში შეიძლება განხორციელდეს”.
“ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავს მიულოცა, რომ საქართველო იხსნეს “მეორე მარიუპოლად ქცევისგან”. ურთიერთობა თბილისსა და კიევს შორის იმდენად გაუარესდა, 2023 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა მ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია.
ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი ტყუილი, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გაავრცელა, ის იყო, რომ აშშ ნაწილია “გლობალური ომის პარტიისა”, რომელიც ცდილობს საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს. ამ ტყუილზე უარს არ ამბობენ, მიუხედავად აშშ-ს მხრიდან მტკიცებისა, რომ სიმართლე, პირიქით, მდგომარეობდა დასავლეთის მხრიდან ომის შეკავების მცდელობაში და მეტიც, სინამდვილეში დასავლეთი კრიტიკის ობიექტიც კი იყო იმის გამო, რომ კიდევ მეტ მხარდაჭერას არ უგზავნიდა უკრაინას.
როდესაც 2023 წლის თებერვალში პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, მას იქ სამართლიანად შეხვდნენ, როგორც გმირს. იმავე კვირაში, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა სრულიად განსხვავებული გზავნილი გააკეთეს. მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უარი თქვა მიწვევაზე, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებოდა დასავლელ კოლეგებს კიევში. იმავე დღეს ორი ამერიკელი სენატორი პარლამენტარებთან შეხვედრას ცდილობდა თბილისში, რომ დაეყოლიებინა ისინი, უარი ეთქვათ წამოყენებული პრორუსული კანონის მიღებაზე. სენატორებთან შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დათანხმდნენ, მაგრამ “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი, რომელიც მათ შეხვდა.
ამას გარდა, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გამოხატული ძლიერი სურვილისა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს (გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ნატოს წევრობას უჭერს მხარს), მთავრობა უკრაინაში მიმდინარე ომში ალიანსის როლს აკნინებს და ჩირქს სცხებს. სლოვაკეთში გამართულ უსაფრთხოების შესახებ ფორუმზე, კვირებით ადრე ნატოს სამიტამდე, ღარიბაშვილმა რუსული პროპაგანდისტული მესიჯები გააჟღერა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მან კონფერენციაზე თქვა, რომ “ერთ-ერთი მთავარი მიზეზი” კონფლიქტისა არის “ნატოს გაფართოება… უკრაინის სურვილი, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა”. ღარიბაშვილმა ასევე დაარღვია ტრადიცია და უარი თქვა ნატოს სამიტს დასწრებოდა.
ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ჰბაძავს პუტინს საკუთარი მოქალაქეების მიმართ რეპრესიების განხორციელებისას. პუტინი სრულიად ამაზრზენ, მაგრამ ეფექტურ ტაქტიკებს იყენებს, რომ ოპოზიციის ჯერ მარგინალიზება მოახდინოს, მერე კი გაანადგუროს კიდეც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პუტინის კისერზეა მცდელობებიცა და წარმატებით დასრულებული მკვლელობებიც. უფრო ზოგადად კი, დამოუკიდებელი მედიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დარბევები. “ქართული ოცნება” ხედავს, რამდენად წარმატებულია პუტინის ეს ტაქტიკები რეჟიმის გადასარჩენად და საკუთარი, შინაური ვერსიების შემუშავებაზე მუშაობს.
“ქართულმა ოცნებამ” პუტინის სახელმძღვანელოთი ისარგებლა და ანტი-ლგბტქ კანონიც წარადგინა, გამოიყენა ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელებში, რომ ოპოზიციისა და დასავლეთის დემონიზება მოეხდინა. 2020 წლის არჩევნებამდე ფეისბუკმა ასობით არაავთენტური გვერდი გააუქმა, რომლებიც პროამერიკული განწყობების მქონე ადამიანებისა და ოპოზიციური ლიდერებისა მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდნენ. (ფეისბუკი ამტკიცებდა, რომ ეს გვერდები “დაკავშირებული იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან”.)
ბევრი ქართველისთვის ბოლო წვეთი რუსული ყაიდის კანონის წარდგენა გახდა, რომელსაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” ჰქვია. პუტინმა იგივე კანონი გამოიყენა იმისთვის, რომ “უცხოურ აგენტებად” დარეგისტრირება მოეთხოვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან იღებდნენ. ეს დახმარება ოდესღაც რუსეთში მისაღები იყო და ითვლებოდა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხმარდებოდა. ტერმინი “უცხოური აგენტი” საბჭოთა ეპოქიდან მონარჩენი სტიგმის მატარებელია და კანონი ინსტრუმენტი იყო რუსეთში ოპოზიციის ჩასახშობად. ათასობით მოქალაქემ გააცნობიერა ის საფრთხე, რასაც იგივე კანონი საქართველოში მოიტანდა. გვიანი აპრილიდან საქართველოს ქალაქებში ხალხი ქუჩაში გავიდა მოთხოვნით, რომ ხელისუფლებას უკან გაეწვია “რუსული კანონი”. “ქართულმა ოცნებამ” კომპრომისზე უარი თქვა და კანონი მიიღო.
ივანიშვილი, თავის გესლიან, ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ სიტყვაში, რომელიც მან 29 აპრილს წარმოთქვა, “მწვავე პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს” დაჰპირდა ოპონენტებს. ხელისუფლებამაც დიდხანს არ დააყოვნა დაშინებისა და ძალადობრივი ქმედებების გაორმაგება პროტესტის მონაწილეების მიმართ. პრემიერმინისტრმა მ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯიქურ გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტი უნდა მიღებულიყო.
საქართველოში შემოდგომით ა და “ქართული ოცნების” პრიორიტეტი რეჟიმის გადარჩენაა. მმართველ პარტიაში აცნობიერებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიუხედავად, დასაკარგი უფრო მეტი აქვთ ევროკავშირისკენ საქართველოს სვლით, ვიდრე სარგებელი, რამდენადაც ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ისეთი ინსტიტუტების შექმნას, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს პლურალიზმს, ახორციელებს შესაბამის კონტროლს ბალანსის მისაღწევად. ხელისუფლების სამივე შტო “ქართული ოცნების” ხელშია. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, თავისი საარჩევნო დამკვირვებლებითა და სხვა მაკონტროლებლებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინსტიტუტია, რომელიც მთავრობას ანგარიშვალდებულებას სთხოვს. მომავალი არჩევნების წაგება ნიშნავს ძალაუფლების გადაცემას და ციხეში მოხვედრის რისკსაც კი (ბოლოსდაბოლოს “ქართულმა ოცნებამ” თავადაც დააპატიმრა სააკაშვილი, მათი წინამორბედი მთავრობის ლიდერი). მაგრამ რუსეთთან ერთად მწყობრი სვლა, მისი წაბაძვა ერთპარტიულ მმართველობაში, მართვა ანგარიშვალდებულების გარეშე, მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ ძალაუფლებით უსასრულოდ და შეუზღუდავად ისარგებლო.
ქართველმა ხალხმა უკვე გამოავლინა გამბედაობა. ისინი თავისი პრორუსული, მზარდად ავტორიტარული მმართველი ძალის წინააღმდეგ, დემოკრატიის, დასავლეთთან ინტეგრირებული მომავლის დასაცავად დადგნენ. იზამს დასავლეთიც იმავეს?
თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ასეთივე შეუპოვრობა გამოავლინოს, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციებით უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ, ვინც “უცხოური აგენტების” შესახებ კანონს მისცა ხმა. ასევე, “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და ახლანდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ჩათვლით. შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან შეთანხმებით უნდა დააწესოს ფინანსური სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მათ ასევე უნდა შეათანხმონ ის გზავნილები, რასაც ქართველი ხალხის მისამართით ამბობენ: რომ დასავლეთი მათთან დგას და ყველა ის ზომა, რასაც მიიღებენ, კონკრეტული დამნაშავე პირების მისამართით არის და არა ქართველი ხალხის, ან ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ.
კანონი მიღებულია. “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმა აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ს ვეტო დაძლიოს. ამის მიუხედავად, დასავლეთის მხრიდან მტკიცე ქმედებებს შესაძლოა ჰქონდეს სასურველი გავლენა, რომ აჩვენოს ქართველ ხალხს დასავლეთის სოლიდარობა და მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა justsecurity.org-ზე.
ავტორების შესახებ:
· იან კელი არის აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში, მანამდე კი აშშ-ს ელჩი იყო ეუთოში 2010 წლიდან 2013 წლამდე. იან კელი ჩართული იყო ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აშშ-ს საელჩოების გახსნაში. სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერის დაწყებამდე ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსულს ასწავლიდა.
· დევიდ კრამერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში 2008-2009 წლებში; Freedom House-ის პრეზიდენტი 2010 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე. მოგვიანებით მუშაობდა მაკკეინის ინსტიტუტში. ასწავლიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიღებული აქვს საბჭოთა კვლევებში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლამდე თავადაც ასწავლიდა რუსეთის კვლევების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2018 წელს რუსეთის მთავრობამ ის იმ პირთა სიაში შეიყვანა, ვისი დაკითხვაც სურდა.
კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არც ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე

ირაკლი კობახიძე – დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, მათი უფლებაა, ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ