როგორც ჩანს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე მათ გული ძალიან შესტკივათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
გორდულაძემ აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნარკოტიკებთან და ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლა, არაერთი ოპოზიციური ტელევიზია სპეკულაციებს ავრცელებს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან მიმართებით. მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, თავიდანვე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობების გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლებს შეეხება, ამის მიუხედავად, კონკრეტული მედია აღნიშნულ საკითხს ბინძურად იყენებს.
“როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, როდესაც გადაწყვეტილებაა მიღებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარკოტიკებთან, ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაა, ამ დროს, არაერთი “ნაცური” ტელევიზიისგან სპეკულაციები მიმდინარეობს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამყიდველებზე ძალიან შესტკივათ გული. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა შესაბამის ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობები მკაცრდება ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, ახლა ვისმენთ, მიმდინარეობს პირდაპირ ბინძური პროვოკაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ბინძურად, ამორალურად იყენებენ ამ საკითხს.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო