როგორც ნარკომანია დამოკიდებული წამალზე, ასეა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული ნავთობზე, მაგრამ ნავთობი აღარ არის ხსნა, არამედ უკვე საბიუჯეტო ხვრელის წყაროა – გოგიტა სურამელაშვილი

როგორც ნარკომანია დამოკიდებული წამალზე, ასეა ს ეკონომიკა დამოკიდებული ნავთობზე, მაგრამ ნავთობი აღარ არის ხსნა, არამედ უკვე საბიუჯეტო ხვრელის წყაროა – გოგიტა სურამელაშვილი
როგორც ნარკომანია დამოკიდებული წამალზე, ასეა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული ნავთობზე, მაგრამ ნავთობი აღარ არის ხსნა, არამედ უკვე საბიუჯეტო ხვრელის წყაროა, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.
მისი თქმით, ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის ეკონომიკის სისუსტე გამოავლინა – ბიუჯეტი ირღვევა, დეფიციტი სამჯერ გაიზარდა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის იწურება.
„ნავთობისა და გაზის შემოსავლები უკვე დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ნავთობის ფასების ვარდნისა და რუბლის გამყარების ფონზე, საბიუჯეტო ხარჯების საბაზისო დონეც კი ვერ იფარება – აღნიშნავენ რუსი ეკონომისტები.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კონსერვატიული სცენარით, 2025 წელს, ნავთობის ფასი პროგნოზირებულია 48.8 დოლარის ოდენობით, ხოლო მომდევნო სამ წელიწადში – 43 დოლარამდე ვარდნას პროგნოზირებს. მაისის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტის ახალი პარამეტრების მიხედვით, ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი თითქმის მეოთხედით შემცირდა: 8.32 ტრილიონ რუბლამდე. ეს კატასტროფული კლებაა და ახალი მაჩვენებელი თავად ბიუჯეტით დადგენილ ხარჯების საბაზისო დონესაც კი (9.1 ტრილიონი რუბლი) ვერ ფარავს.2025 წელს, საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა 3.79 ტრილიონ რუბლამდე, ანუ მშპ-ს 1.7%-მდე. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული (1.17 ტრილიონი რუბლი).
ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდურმა ნაწილმა, ომის სამი წლის განმავლობაში, უკვე დაკარგა აქტივების ორი მესამედი – 76 მილიარდი დოლარი. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, რეზერვი 3.27 ტრილიონ რუბლს (39.1 მილიარდი დოლარი) შეადგენდა, რაც მშპ-ს მხოლოდ 1.5%-ს შეადგენს.
ეროვნული კეთილდღეობის ფონდის 1.8 ტრილიონი რუბლით შევსების დაპირების ნაცვლად, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მოუწევს იმ დარჩენილი თანხის დახარჯვა რაც „შავი დღისთვის“ იყო დარჩენილი. ექსპერტების აზრით, ეს შავი დღე უკვე დადგა.
აპრილში, წლის განმავლობაში პირველად, ფინანსთა სამინისტრომ 35.9 მილიარდი რუბლის ღირებულების ვალუტის და ოქროს გაყიდვა დაიწყო. მაგრამ ნავთობის ფასების სტაბილური ვარდნის ფონზე, ეს თანხები არასაკმარისია.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ შეფასებებზე დაყრდნობით, 2025 წელს, მთავრობას ნავთობისა და გაზის შემოსავლების მკვეთრი შემცირებით გამოწვეული ბიუჯეტის ხვრელის შესავსებად ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF) 806 მილიარდი რუბლის ღირებულების ვალუტის გაყიდვა მოუწევს.
ში ომის დანახარჯები იზრდება, სამოქალაქო ხარჯები მცირდება, გადასახადები იზრდება. მთავრობის ყველა ახალ ინიციატივას ბიზნესზე და მოსახლეობაზე დამატებითი საგადასახადო ზეწოლა მოაქვს. შემდეგი დარტყმა შეიძლება ინფრასტრუქტურას, ხელფასებსა და პენსიებს შეეხოს – აღნიშნავენ რუსი ეკონომისტები.
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი, მასშტაბური საბიუჯეტო სეკვესტრისთვის ემზადება და ღიად აღიარებს, რომ ხარჯების წინა დონის შენარჩუნება შეუძლებელია.დადგენილი წესით, მთავრობა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ფულს ხარჯავს, მაშინ, როდესაც ნავთობის ფასი 60 დოლარზე დაბლა ეცემა. თუმცა, ახლა მიმდინარეობს დისკუსია ამ „ზღვრული წერტილის“ 50 დოლარამდე დაწევის შესახებ. სინამდვილეში, ეს ნიშნავს, ნაკლები დანახარჯების გაწევასა და სამოქალაქო ხარჯვითი მუხლების მკვეთრ შემცირებას. სასწორზე 1.5–1.6 ტრილიონი რუბლი დევს, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა გაქრეს.
სამხედრო ხარჯები, როგორც ყოველთვის, კრემლისთვის „წმინდა ძროხად“ რჩება. წელს ჯარსა და თავდაცვის შესყიდვებზე რეკორდული 13.2 ტრილიონი რუბლი დაიხარჯება – მთლიანი ბიუჯეტის 30%. ეს მაქსიმუმია საბჭოთა დროიდან მოყოლებული. 2026 წლისთვის კი სამხედრო ხარჯები უკვე 12.8 ტრილიონი რუბლით არის განსაზღვრული.
თუ არმიას ზიანი არ მიადგება, მაშინ ვინ გადაიხდის? – ისმის რიტორიკული კითხვა ეკონომისტებისა და ფინანსისტების მხრიდან. პასუხი ნათელია: , განათლება, სოციალური სფერო, რეგიონული პროგრამები, ინფრასტრუქტურა და ბევრი სხვა სამოქალაქო ხარჯი, ანუ ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში მინიმალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს – თავადვე პასუხობენ ექსპერტები. ეკონომისტები მთავრობას აფრთხილებენ: სეკვესტრი გარდაუვალი და მტკივნეული იქნება“, – – აღნიშნავს სურამელაშვილი.