იტალიის თასის მერვედფინალში „ფროზინონემ“ „დიეგო მარადონაზე“ სენსაციურად, 4:0 გაანადგურა „ნაპოლი“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასპინძელთა გუნდში 63-ე წუთზე შევიდა შცვლაზე ხვიჩა კვარაცხელია, სტუმართა რიგებში კი შესვენებამდე იყო გიორგი კვერნაძე. კვარაცხელიას თამაში sofascore 6.5 ქულით, ხოლო flashscore 6.1-ით შეაფასა. კვერნაძემ ორივე საიტისგან 6.6 შეფასება დაიმსახურა.
ყველაზე დაბალი შეფასება ნეაპოლური გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მიიღო – 5.4 და 5.3.