ძიუდოში +100 წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხების შემდეგ, დაჯილდოებაზე გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა. „ეკიპი“ წერს, რომ ქართველმა ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის იგნორირება მოახდინა, ზედაც არ შეხედა, ხელი არ ჩამოართვა, რაც გარკვეულწილად ძიუდოს მორალური კოდექსისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმაა.
აღნიშნულია, რომ თუშიშვილსა და რინერს შორის კონფლიქტი 2022 წლის ნოემბერში გორში ჩატარებულ ტურნირზე და 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა.
რინერმა თქვა, რომ ტასოევი აბსოლუტური ფავორიტი იყო და კომენტარი RMC Sports-თან გააკეთა: „ეს რაღაც იმის მსგავსია, რაც ჩვენს შორის ადრე იყო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს საბრძოლო სპორტია. დავინახეთ, მაშინაც ვერ იმარჯვებს, როდესაც იქ არ ვარ. აი, სულ ესაა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. დღეს საუკეთესოთა შორის საუკეთესომ გაიმარჯვა. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ პირველები გვახსოვს“.
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში – თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
