– რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და რეგიონული საკითხები“ განიხილა.
„ომისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ აზრები გავცვალეთ. ბატონი პუტინი, ისევე როგორც ყველა მხარე, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას ძალიან კარგად იცნობს. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დაწყებული დიალოგის მიმართ ჩვენი მადლიერება გამოვხატეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ასევე, მისი თქმით, „არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს“.
„მსგავსი ვითარება რუსეთსა და უკრაინას დააზარალებს, ასევე სასარგებლო არავისთვის იქნება. შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაა აუცილებელი“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას