რეპორტიორები უსაზღვრებოდ: თბილისში არჩევნების დღეს კრემლის პროპაგანდისტი იმყოფებოდა

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს, რომ საქართველოში, საპარლამენტო ს დროს, იმყოფებოდა რუსი პროპაგანდისტი, ტელეარხ „სანქტ-პეტერბურგის“ დირექტორი ალექსანდრ მალკევიჩი – უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი.
ორგანიზაცია „შემაშფოთებელს” უწოდებს საქართველოში “კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას”.
ორგანიზაციის თანახმად ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია -ისა და უკრაინის მიერ.
თავის გამოძიებაში სახელწოდებით „მალკევიჩის პროპაგანდა ვაგნერის მოკავშირეთა ქსელი ში“, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს, იმაზე, თუ როგორ შექმნა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პროპაგანდისტული აპარატი უკრაინის სამხრეთში.
საქართველოდ ყოფნას მოწმობს მალკევიჩის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ვიდეო მასალაც და მის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიც. ჩანს, რომ მალკევიჩი თბილისში 23 ოქტომბერს უკვე იმყოფებოდა, მას ფოტოები აქვს გადაღებული მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თავისუფლების მოედანზე. მისი ტელეგრამის პირად გვერდზე კი ფოტოებს აქვეყნებს გორში სტალინის მუზეუმისა და მცხეთაში სვეტიცხოვლის ფონზე.
მან ტელეგრამის არხს „Ломовка“-ს მოუყვა, რომ საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა.
“ჩემი თვალით ვნახე რა ხდებოდა, ვიყავი მიტინგებზე, ხალხს გავესაუბრე, საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ ვიყავი აკრედიტებული”.
ამავე ინტერვიუში ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს „ვადაგასულ პრეზიდენტს“ და „უცხოეთის აგენტს“ უწოდებს, რომლის შესახებაც „ქართველ კოლეგებს თვალი აუხილა“.
არჩევნების შედეგების შეფასების კი ამბობს, რომ „უცნაური ხალხი გამოდის და ამბობს რომ არჩევები არალეგიტიმური იყო, რაიმე მტკიცებულების წარდგენა კი არ შეუძლიათ“ .
ალექსანდრ მალკევიჩი 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალშიც იმყოფებოდა სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს ალან გაგლოევს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზეც იძებნება.
როგორ შემოვიდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახბ, ამ კითხვაზე პასუხისთვის რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
გასულ კვირაში საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი და ფოტოგრაფი, შტეფან გოსი რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების გაშუქბეა სურდათ. დოკუმენტში, რომლებიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
· 16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
· 17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც ისევ ლუქსემბურგში მოუწია წასვლა.