რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება, ვროპარლამენტში დამტკიცებულია

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტში რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტი საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხება.
ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპელმა კანონმდებლებმა საკითხზე დებატები გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა