“რეალმა” მწვრთნელს კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული კლუბი საიტით ავრცელებს.
იტალიელ სპეციალისტს “სამეფო კლუბთან” ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ის ამ გუნდის თავკაცი 2013-2015 წლებში იყო, 2021 წელს კი კლუბში დაბრუნდა.
ანჩელოტის ხელმძღვანელობით “რეალმა” 10 ტიტული მოიგო.