რა ჯდება AI-მოდელების გაწვრთნა? (forbs.ge)

ხელოვნური ინტელექტის () თანამედროვე მოდელების გაწვრთნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია, ცნობილია, რომ Google-მა თავისი მოდელის, Gemini 1.0 Ultra-ს დატრენინგებისთვის 192 მილიონი დოლარი დახარჯა — ეს წამყვან AI-მოდელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
AI-მოდელების დატრენინგების ღირებულება ძირითადად ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისებისა და რესურსების ქირაობის ფასით განისაზღვრება. კომპანიები ს გასაწვრთნელად ათასობით სუპერკომპიუტერს ქირაობენ, რომლებიც კვირების განმავლობაში უწყვეტად მუშაობს. სწორედ ეს არის მათი ათობით და ზოგჯერ ასობით მილიონის ოდენობის ხარჯის მთავარი მიზეზი.
ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ჩინური DeepSeek-ის მოდელის, DeepSeek-V3-ის დატრენინგება, როგორც ამბობენ, 6 მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა ეს ღირებულება ბევრისთვის სადავო რჩება. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტენფორდისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების s1 მოდელის გაწვრთნა მხოლოდ 6 დოლარი დაჯდა.
Visual Capitalist-მა, 2025 წლის AI Index Report-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზა წამყვანი AI-მოდელების წვრთნის სავარაუდო ხარჯები – OpenAI-ის GPT-4-დან xAI-ის Grok-2-მდე:
როგორც ხედავთ, GPT-4-ის დატრენინგება OpenAI-ს $79 მილიონი დაუჯდა. ეს მოდელი ნეირონული ქსელის პრინციპით მუშაობს, რომელიც ტექსტში სიტყვების სწორი თანმიმდევრობის გამოცნობას სწავლობს.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელს — Google-ის Gemini 1.0 Ultra-ს, მისი წვრთნის ღირებულებამ $192 მილიონს მიაღწია. ამ თანხის 49% კვლევისა და განვითარების მიმართულებით მომუშავე პერსონალის ხელფასებზე (სააქციო კაპიტალის ჩათვლით) მოდიოდა, 23% — AI-ის ამაჩქარებელ ჩიპებზე, ხოლო 15% სხვა სერვერულ კომპონენტებზე.
ინდუსტრიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მაკის xAI-ის Grok-2-ია, რომლის დატრენინგება $107 მილიონი დაჯდა. ის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს რეალურ დროში პასუხობს, უშუალოდ X-ის პლატფორმიდან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით. დღეს ეს მოდელი უკვე X-ის Grok AI-ჩატბოტშია ინტეგრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგიების შექმნა მილიონობით დოლარს მოითხოვს, ეს ინვესტიციები AI-ის შესაძლებლობების ზრდისა და გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა ინდუსტრიისთვის მთავარ გამოწვევად სწორედ ამ ხარჯების ეფექტიანად მართვა რჩება.
წყარო: forbs.ge