რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა

რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა, – განუცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე საუბრისას „იმედის კვირას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველო 600-ზე მეტ რეზოლუციას მიუერთდა, როდესაც ათობით ქვეყანა თავს იკავებდა და რომლებიც ს წინააღმდეგ და ს სასარგებლოდ იყო.
„ათობით ათასი უკრაინელი შევიფარეთ და დავუნიშნეთ სოციალური დახმარება. ჰუმანიტარული დახმარებით კი მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ.
ეს მეგობრობა, სამწუხაროდ, მთავრობების დონეზე ცალმხრივია, თუმცა ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ხელისუფლების მიმართულებით რომ ვთქვათ, იქ ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა ომამდეც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მეგობრობასა და ინტერესებს. საყოველთაოდ და მსოფლიოში ცნობილი კრიმინალები, მსჯავრდადებულები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ბატონი ადეიშვილია ამის ყველაზე კარგი მაგალითი; იმ დროს – ც; შემდეგ – ლორთქიფანიძე, ვანო მერაბიშვილის მოადგილე. ძალიან მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს და რა თქმა უნდა, ეს არამეგობრული ჟესტი იყო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ “კრებსით ნაციონალურ მოძრაობას” არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!