რა როლი შეიძინა ფირსაკრავმა XIX საუკუნიდან დღემდე

ფირსაკრავი მსოფლიოს იმ გამოგონებებს შორისაა, რომელმაც ოჯახებს მუსიკის ჩანაწერის მოსმენის საშუალება მისცა და დღემდე შეინარჩუნა პოპულარობა. ის არამხოლოს თანამედროვე ინტერიერის ვინტაჟური ნაწილია, არამედ სასიამოვნო თავშესაქცევიც. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ ფირსაკრავის განვითარების შესახებ მოგიყვებით.
ამ ტექნოლოგიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. სანამ ფონავტოგრაფიდან თანამედროვე ფირსაკრავად ჩამოყალიბდა, გრძელი გზა გაიარა. შემდეგი იყო თომას ედისონი, რომელმაც 1877 წელს ფონოგრაფი გამოიგონა. ამ მოწყობილობამ ჩაიწერა და გამოსცა კიდეც ხმა. ედისონის გამოგონებას ალექსანდერ გრეჰემ ბელმა ცვილი დაამატა, ხმის ტალღების ჩასაწერად და ასე შეიქმნა გრაფოფონი.
მოწყობილობას ახალი სიცოცხლე ემილ ბერლინერმა შესძინა და გრამოფონი დაარქვა. 1887 წელს დამზადებული ეს საკრავი მყარი რეზინისა და შელაკისგან შედგებოდა. სწორედ გრამოფონია თანამედროვე ფირსაკრავის წინამორბედი.
მასწარმოებისთვის კი ფირსაკრავი 1895 წელს გამოუშვეს. რადიოს გამოჩენამდე, ის ძალიან პოპულარული იყო. განსაკუთრებული პოპულარობა კი 60-70-იან წლებში მოიპოვა, როდესაც Dual-მა პირველი სტერეო საკრავი გამოუშვა. ეს იძლეოდა მაღალი სიზუსტის ხმას, რამაც უამრავ ადამიანს მოანდომა ფირსაკრავის სახლისთვის ყიდვა. ეს იყო ფირსაკრავის ოქროს ხანა. Electrohome-მა თავისი ცნობილი Apollo Record Player.
80-90-იანებში კი ფირსაკრავი ჰიპ-ჰოპ DJ-ების ფავორიტად იქცა. მათ აუდიო მიქშერებთან დააკავშირეს და თავიანთი შემოქმედების ნაწილად აქციეს.
წლების შემდეგ, ვინილის ინდუსტრია კვლავაც დაუბრუნდა მეინსტრიმს და მას უკვე ბევრგან წავაწყდებით. მსხვილი შემსრულებლებიც დაინტერესებულები არიან ფირის გამოშვებით. ვინილისადმი გაზრდილმა ინტერესმა ფირსაკრავებზე გაზარდა მოთხოვნა. ესაა 100-წლოვანი ტექნოლოგიის გამოცდის საშუალება, რაც ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა მუსიკის მოყვარულებისთვის.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

ასევე დაგაინტერესებთ