რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – გარემოებების გარკვევის მიზნით, ზელენსკიმ დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – გარემოებების გარკვევის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა; მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
“ილ-76”-ში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, იგეგმებოდა მათი გაცვლა. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის დაზვერვა ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ თვითმფრინავში. დეტალების გარკვევაში უკრაინას დახმარებას ვაშინგტონი დაპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ