რა არის ბიზნესისთვის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების განმაპირობებელი ფაქტორები? – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს საქმიანობაში ხელის შემშლელ ფაქტორად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.
სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა მომსახურების სექტორში (92%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორების მიერ სახელდება (50%).
სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბი იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (100%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (0%).
რაც შეეხება სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (75%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში (0%).
ინფორმაციისთვის, ინდექსი PMCG კვლევითმა ცენტრმა გაასაჯაროვა. ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.