რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა
რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს – მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის , მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს ს ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება. ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს .