რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება

რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება
რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.
მისი განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების გარდა, ვიხილეთ მოღალატე და უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
“რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.
ასევე ვიხილეთ “ქართველი” სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ! ს შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!” – წერს ყაველაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით