რატი მელაძე: ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე (ვიდეო)

“ძლიერი აფეთქება რუსების არსენალზე
აფეთქება მოხდა ვლადიმირის ოლქში. აფეთქება მოხდა სოფელ ბარსოვოსთან, სადაც ს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი მდებარეობს. არსენალი ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. მას 4000 ათასზე მეტი ვაგონი საბრძოლო მასალის მიღება შეუძლია. არსენალი 274 ათას ტონა საბრძოლო მასალის შენახვაზეა გათვლილი. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მარტო სარკინიგზო ლიანდაგის სიგრძე 14 კილომეტრს აღემატება.
ბოლო ფოტოზე კარგად ჩანს რომ დაწყებულია მძლავრი მეორადი აფეთქებები. ამ დროს მთელი საწყობები ფეთქდება.
სამხედრო ნაწილი მოსკოვიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. მოსკოვიდან ბარსოვოსკენ გზები გადაკეტილია. დაწყებულია 7 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია.
აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საინტერესოა, რომ ამ არსენალის რეკონსტრუქციაზე 1,3 მლრდ რუბლი გამოიყო. ФСБ-ს მონაცემებით ამ თანხის ნახევარზე მეტი მოიპარეს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ