ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაზე საუბრისას, ამბობს:
“ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს. ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. ასევე მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არც ერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“
ირაკლი კობახიძე არ ამბობს, თუ შრომამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, სოფლიდან ისევ რატომ ითხოვენ ადამიანები დახმარებას, ან სხვა სოფლებამდე მისასვლელი გზა როდისთვის გაიწმინდება, თუ ერთ სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდას, ლამის 24 საათი დასჭირდა, ან მხოლოდ მაშველები რატომ მუშაობდნენ გზის გაწმენდაზე და იყენებენ თუ არა და თუ არა, რატომ არ იყენებენ სამხედრო ტექნიკას. არც ის უთქვამს, თუ გზა ახლა გაიწმინდა შრომამდე და სხვა სოფლებამდე აწი უნდა გაიწმინდოს, როცა ამბობს, სასწრაფო დახმარება ყველა გამოძახებაზე მივიდაო, სასწრაფო დახმარების მანქანები როგორ გადაადგილდებიან?
