“რაზე ქონდათ გათვლა გუშინ? – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გუშინდელი დღის გეგმაზე საუბრობს.

“ორი დღეა ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, რაზე ქონდათ გათვლა გუშინ?

აი, ხომ დასხდნენ “ოცნების” ტვინები და ხომ დაგეგემეს, რომ ყაველაშივილის არჩევის დღეს საღამოს ნაძვის ხის ანთების კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ პარლამენტის წინ, იქ სადაც ამდენი დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება?

ჰოდა, რისი იმედი ქონდათ?
რომ პროტესტის მონაწილეები იმ დღეს არ მოვიდოდნენ? ეს რატომ უნდა ეფიქრათ?

რა გეგმა დასახეს?

თუ იმედი ქონდათ, რომ ჩვენი მომხრე უფრო მეტი შეიკრიბება და პოროტესტანტები გაიქცევიანო?
ან ამის იმედი რატომ უნდა ქონოდათ? ან რომც მოსულიყვნენ მეტნი, იქ შეკრებილი ხალხი როგორნუნდა გაერეკათ? ჯოხებით?

რატომ არ იფიქრეს, რომ ორი სხვადასხვა ბანაკის ერთმანეთის პირისპირ დაყრნებით შეტაკების საფრთხეს ზრდიდნენ?
ან იქნებ, სწორედ ეს უნდოდათ?
მაშინ რატომ დაიხიეს უკნ?
ნუთუ ვიღაცას ქოცებშიც ადმოაჩნდა გონი და ბოლო წუთს იკითხა, რას აკეთებთო?

ფაქტია, ხალხი შეაგროვეს და ორი მხრიდან დაძრეს რუსთაველისკენ და ისიც ფაქტია, რომ ბოლო წამამდე იქ მყოფმა დეპუტატებმაც არ იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა.

ფაქტია, ან გათვლებმა გაუსხათ, ან რაღაც დიდი ნაძირლობა ქონდათ ჩაფიქრებული და ამის გაკეთება ბოლო წამს გადაიფიქრეს.

ასეა, თუ ისე, გუშინ პირველად მოუწიათ აშკარად უკან დახევა და საკუთარი მხარდამჭერების თვალშიც გაბანძება.”- ამბობს მერაბ მეტრეველი.