რაზე ისაუბრეს ვენეციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში საქმიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
როგორც ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეხვდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მისივე თქმით, ამ შეხვედრებზე აზრების გულწრფელი გაცვლა-გამოცვლა იყო. საუბარი შეეხო გასატარებელ რეფორმებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
„ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები და ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა საქართველო როგორ აირჩევს ამ რეკომენდაციების შესრულებას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების გუნდი და ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ, საქართველოსთან ერთად ვიაროთ დიალოგის გზით მის ევროპულ გზაზე“, — განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯოშუა ჰაკი – “უცხოური გავლენების” კანონი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა – ბოლო თვეებში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა მთავრობისთვის, რომ არასწორი მიმართულებით მიემართებოდა