– უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოვრიცხოთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს.
პოლონურ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, მზად იყო თუ არა პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, სიკორსკიმ უპასუხა : „ეს არ უნდა გამოვრიცხოთ”.
ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრეტებია, რა როლი უნდა შეასრულონ ასეთმა ჯარებმა.
დასავლური ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების