ილონ მასკს – წადი მარსზე – იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს

წადი მარსზე, იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს, – ასე პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მოწოდებას ევროკავშირის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ილონ მასკმა ევროკავშირის მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარასკევს ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი დააჯარიმა.
„ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი“, – დაწერა მასკმა.
„რამდენი დრო რჩება ევროკავშირის გაქრობამდე? გააუქმეთ ევროკავშირი“, – დაწერა მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში.
პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო