რადოსლავ სიკორსკი – ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს – რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა სიკორსკის ჰკითხა, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები.
”დიახ, აქვს. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის ხუთ წუთში შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით და სიტყვებით : „უკრაინიდან ჯარები გაგვყავს“.
„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება