ჟორჟოლიანი: ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი ყაველაშვილმა არ შეიწყალა

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟიმის პატიმრები ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, არ შეიწყალა.
“ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმე ალბათ გახსოვთ.
ჯებირის დაზიანებისთვის წაყენებული მძიმე მუხლი.
ეს საქმე სტრასბურგში გარანტირებულად მოგებული იყო.
რა ქნეს ქოცებმა?
ომარის საკანში იჯდა მისი ამჟამინდელი ადვოკატი. საპატიმროდან გასვლის შემდეგ ომართან საპროცესო შეთანხმებით დაბრუნდა.
საპროცესო გაფორმდა.