საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის – “ევერესტის” გენერალური სპონსორია.
ამ ბლოგში კი ჩვენ „ევერესტის“ აღმოჩენაზე, ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონზე – 9 წლის დამიანე მამრიკიშვილზე მოგიყვებით.
ოდესმე გიფიქრია, რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო? ნიჭი? შრომა? ჟინი? ალბათ ყველაფერი ერთად. დამიანე მამრიკიშვილი კი სამივეს აერთიანებს.
დამიანესთვის ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაიწყო: „ჩემი ძმა მეცადინეობდა და მეც მომეწონა“ – ასე უბრალოდ იხსენებს დამიანე.
ამ პატარა მომენტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ბავშვური ინტერესი დღეს უკვე შთამბეჭდავ ჩემპიონობად იქცა.
შეიძლება იფიქრო, რომ ამხელა წარმატებას მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით მიაღწია, მაგრამ თავად დამიანე ასე არ ფიქრობს. მართალია, ის მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ უკვე კარგად ესმის, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის.
“მათემატიკა კარგად გამომდის, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ”.
მის სიტყვებში იგრძნობა ის შრომა და თავდადება, რასაც წარმატება მოაქვს. ეს არის ნამდვილი ჟინი, რომელიც არ ასვენებს.
დამიანე თანატოლებს ძალიან უბრალო და გულწრფელ რჩევას აძლევს – “წარმატებისთვის ბევრი იმეცადინონ”.
მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ჟინიან ახალგაზრდებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი განათლების გზაზე ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
