ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდება – გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, უკვე 10 წელზე მეტიასაქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს. ბანკი შერჩეულ სტუდენტს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებსპროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატიმათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაარომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენპროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვისვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურსჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიანდღესდღეობით, ჯამში, 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის კი უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge