პუტინი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 8 მაისის 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს აღნიშვნის დროს „ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერების“ გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს. ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ ცხადდება 8 მაისის 00:00 საათი, დასრულების დროდ – 11 მაისის 00:00 საათი.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ:
“ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, „გამარჯვების“ დღის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ს ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, 7-დან 8 მაისის ღამით, 00:00 საათიდან 10-დან 11 მაისამდე ღამის 00:00 საათამდე რუსეთის მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ პერიოდში შეწყვეტილი იქნება ყველა საბრძოლო მოქმედება“.
კრემლი აღნიშნულ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის პირობის დაცვისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხით იმუქრება:
„რუსეთი თვლის, რომ უკრაინის მხარემ უნდა მისდიოს ამ მაგალითს. უკრაინის მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, ადეკვატურ და ეფექტიან პასუხს გასცემენ“.
კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მხარე მორიგ ჯერზე აცხადებს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი წინასწარი პირობების გარეშე, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის პირველადი მიზეზების აღმოფხვრისკენ, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის