„სიეტლ საუნდერსის“ 2:0 დამარცხების და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვეფინალში გასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ატალანტაში ჩავიდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს, ძალები აღიდგინეს და კენესოს უნივერსიტეტის სტადიონზე ივარჯიშეს.
„პარიზიენის“ ცნობით, ჯორჯიის შტატში ძალიან ცხელა, მოთამაშეებს კლიმატური პირობების, ჩატარებული ბევრი მატჩის და მგზავრობის გამო აშშ-ი ყოფნის მეცამეტე დღეს თანდათან დაღლა დაეტყოთ, რაც სერიოზული პრობლემაა და რამაც შეიძლება კვირას „ინტერ მაიამისთან“ შეხვედრისას მათზე იმოქმედოს. თუმცა, „მერსედეს-ბენცის“ სტადიონზე სახურავი დაიხურება, გაგრილების სისტემა ჩაირთვება და ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება.
პარიზული გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, უსმან დემბელე მწყობრში ჩადგა და სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება. „ინტერთან“ დაპირისპირებამდე „პარი სენ ჟერმენი“ კიდევ ორ ვარჯიშს ჩაატარებს და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება.
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია – მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
კასანომ “ნაპოლის” კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
