პრემიერლიგის 29-ე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „საუთჰემპტონს“ 3:1 სძლია.
„ლივერპული“ 70 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „არსენალს“ 16 ქულით უსწრებს (მეთოფეებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და შემდეგ შეხვედრას 12 მარტს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ჩაატარებს.
„ლივერპული“ პრემიერლიგის უკანასკნელ 25 ტურში დაუმარცხებელია – 18 მოგება და 7 ფრე. სლოტის გუნდი ბოლოს სექტემბერში “ნოტინგემთან” დამარცხდა.
სალაჰმა პენალტებით დუბლი შეასრულა, ბოლო 8 დაპირისპირებაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 27 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ლივერპული – საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 სმოლბონი (45+1),
1:1 ნუნიესი (51), 2:1 სალაჰი (54, პენ), სალაჰი (88, პენ)
