„პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ბარსელონას“ გარემარბის ლამინ იამალის შეძენით.
გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონი აპირებს 230 მილიონი ევრო შესთავაზოს კატალონურ მხარეს 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში სატრანსფერო რეკორდი სწორედ „პარი სენ-ჟერმენს“ ეკუთვნის, რომელმაც 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი.
