“პროცესი თუ არ გახდა გამორჩეულად საქმიანი, პატიოსანი და შინაარსიანი მიზნამდე მანძილი მხოლოდ გაიზრდება” –

-ში მცხოვრები ექიმი , სოციალურ ქსელში, წერს:

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ააჩქარა. ადამიანს ყოვდღიურად უწევს ადაპტირება უსწრაფესად ცვლად, მრავალმდგენელიან, დინამიურ გარემოსთან, რაც აუცილებლად ითხოვს მიდგომების, უნარების, ხედვების უწყვეტ გადახედვას და ლამის ყოველწუთიერად ახლის ძიების აუცილებლობას.
ჩვენს ირგვლივ აჩქარებულ სამყაროს ჩქარი ნაბიჯებით თუ არ ავყევით უბრალოდ მოვლენები “ფეხქვეშ” მოგვიყოლებენ და თვალის დახამხამებაზე სწრაფად აღმოვჩნდებით ბოლო რიგში თუ საერთოდ გადავრჩით. რატომ არ ეხება საქართველოში პოლიტიკურ ტექნოლიგიებს თანამედროვე ტენდენციები? არ შეიძლება პოლიტიკა პათეტიკისგან, ვიზუალური თუ ემოციური ეფექტებისგან (სიმღერის, ცეკვის, სპორტის, ლექსების, სადღეგრძოებისგან) დაიცალოს და შინაარსით ილაპარაკოს და იმოქმედოს? ჩვენ ხომ საკმარისად გვაქვს “ემოციურ- ქარიზმატული პოლიტიკის” გამოცდილება… ისტორიის რომელიმე მონაკვეთში გაამართლა აზროვნების და მოქმედების ამ სტილმა რომ დღეს გამოვგადგეს? დღეს, როცა მართლა ძალიან მოკლე დრო გვეძლევა ამა თუ იმ ბარიერის შესაძლებლობად ქცევისთვის…
პროცესი თუ არ გახდა გამორჩეულად საქმიანი, პატიოსანი და შინაარსიანი მიზნამდე მანძილი მხოლოდ გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო