“პროტესტი გრძელდება” – ვარლამ გოლეთიანი გაათავისუფლეს

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი და კიდევ 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი 29 ნოემბრამდე გადაიდო. მათ შორისაა, “მაუწყების” ჟურნალისტი, რატი რატიანი. კიდევ სამი დაკავებულის სხდომა ამ დრომდე გრძელდება.
“პროტესტი, ჩვეულებრივ, გრძელდება. არავის არ ეგონოს, რომ ვიშლებით, ან ეს დაჭერა რამე თვალსაზრისით იმოქმედებს პროცესზე. ჯერჯერობით, ეს გათავისუფლება არის დროებითი. სასამართლო სხდომა არის 29-ში ჩანიშნული და რა შედეგი მოჰყვება, გაირკვევა 29-ში.
ახლა გადავინაცვლებთ სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგვაკავეს და ჩვეულებრივ გაგრძელდება პროტესტი”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კარვის გაშლის საშუალება ისევ არ მიეცათ, ცოცხალ კედელს მოაწყობენ გარემოს დაცვის სამინისტროს შესასვლელთან – “წვიმის, ქარის და კლიმატის არ გვეშინია. დავდგებით, რა პირობებიც არ უნდა იყოს”.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა კობესაშვილის ინფორმაციით, სხდომები დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად გადაიდო.
“მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია და შესაბამისდ, უნდა მოგვეცეს იმის საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს თავისი დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა. მოსამართლემ გააერთიანა 8 დაკავებულის საქმე, გადადო სასამართლო და დაავალა დამკავებელ ორგანოს, რომ წარადგინოს ვიდეო-მტკიცებულებები. დღეს დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში წარმოადგინა დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ყველანაირი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე”, – განაცხადა იურისტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე

ირაკლი კობახიძე – დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა ამ შეკრებას, მათი უფლებაა, ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ