პროტესტის 29-ე დღე – თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 26 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
13:00 საათი – გაფიცვა
16:00 საათი – მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის მსვლელობა. ძველი სპორტის სასახლე
17:00 საათი – ვერ ჩაახშობ! – აუდიო პროფესიონალების ხმა საქართველოსთვის. ვაკის პარკი
18:00 საათი – ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის. თსუ-ის I კორპუსი
18:00 საათი – სომხური და აზერბაიჯანული მარშები. სომხების მარში – ავლაბრის მეტროდან პარლამენტამდე
აზერბაიჯანელების მარში – ჰეიდარ ალიევის პარკიდან (აბანოთუბანი) პარლამენტამდე
19:00 საათი – სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ! პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
19:00 საათი – პირველი ექსპერიმენტული სკოლის მარში. თსუ-ის I კორპუსი
19:00 საათი – პირველი კლასიკური გიმნაზიის მარში. თსუ-ის I კორპუსი
19:00 საათი – მეექვსე სკოლელების მარში. ფილარმონიიდან პარლამენტამდე
19:00 საათი – ბათუმელების მსვლელობა თბილისში. ბუკიას ბაღი
19:00 საათი – ყოველდღიური აქცია პარლამენტთან
19:00 საათი – დღის ეთერი ხალხს! საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68
20:00 საათი – სასულიერო პირების შვილების მარში. ევროპის მოედანი