“პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება” – ირაკლი კობახიძე Emaar-ის პროექტზე

“პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება”, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვენი ვიზიტი და მათ შორის, ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა Emaar-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, ეს არის 6- მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც მისცემს უდიდეს სტიმულს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. წლის ბოლომდე უკვე საბოლოო სახე მიეცემა პროექტს, რომელიც უნდა განხორციელდეს თბილისში და ასევე ს მიმდებარედ და დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან ამ პროექტების განხორციელება.
საუბარია გრანდიოზულ პროექტებზე ჯამური 6-მილიარდიანი მოცულობით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია თავის სფეროში, რომელსაც ყველა დაწყებული პროექტი აქვს ბოლომდე ძალიან წარმატებით მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყება ეს პროექტი. მომავალი წლის დასაწყისში პროექტის განხორციელება ძალიან აქტიურად დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი მ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.