პრობლემები, რომელზეც კლიჩკო საუბრობს კარგად იფუთება, მაგრამ ფაქტია, ომში, რომელიც “დიდმა ბიძიებმა” დაგეგმეს, უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება – თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც იგი აცხადებს, რომ “ ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული,”.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე.
მისივე თქმით, გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის.
“კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე. მისი განცხადებით, ავტორიტარიზმისკენ მიდის. ის ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი და საომარ პროცესში მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, ამასთან ერთად, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
რას ნიშნავს ეს?!
გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის, მაგრამ ფაქტია, არის სერიოზული დაპირისპირება და პრობლემები და ომში რომელიც “დიდმა ბიძიებმა” გადაწყვიტეს და დაგეგმეს უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება”,- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება