პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამასახური ავრცელებს.
საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე , “ქართული ოცნების” თავმჯდომარე , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?