პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ს ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით