პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ სთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ სთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.
მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი.
ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს